საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 893 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსს 46 პაციენტი ემსხვერპლა.