საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 5 486 პირს დაუდასტურდა, 2 893 პაციენტი გამოჯანმრთელდა.