კუხო-მ შეძლო თანმიმდევრული და სწრაფი რეაგირება ყაზახეთში არსებულ ვითარებაზე, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კუხო-ს ქვეყნების ლიდერების ონლაინ სამიტის დროს.
„ჩვენ გვესმის, რომ ყაზახეთის სახელმწიფოებრიობის საფრთხე წარმოიშვა საწვავის ფასებზე არა სპონტანური აქციების გამო, არამედ – იმ ფაქტის გამო, რომ შიდა და გარე ძალებმა ისარგებლეს სიტუაციით“, – განაცხადა პუტინმა.
“კუხო-ს მიერ მიღებულმა ზომებმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ არ დავუშვებთ სიტუაციის რყევას სახლში და ე.წ ფერადი რევოლუციების სცენარის რეალიზებას”,- თქვა მან.