ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გრძელდება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების წინასასამართლო პროცესი გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მათ მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ადვოკატ გიორგი ტურაზაშვილის თქმით, ბრალთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

“ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ თემატური, ორი მიმართულებით. პირველი გახლდათ ჩემი დასაცავი პირის ავტომობილის დათვალიერების ოქმი და მიმდინარე დოკუმენტაცია, რომელიც კანონს არ შეესაბამება, ასე მივიჩნიეთ. მეორე გახლავთ ჩემი კოლეგის მიერ დაყენებული, ამოცნობის პროცედურა, რომელიც ასევე კანონს არ შეესაბამება. მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლო იკითხავს ბრალდებულების ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის არჩევის თაობაზე. აქ ჩვენი პოზიცია არის – არა. რაც შეეხება შემდგომ პროცედურას, ეს არის არსებითი განხილვისთვის გადაცემის საკითხი, სადაც მე ბრალთან დაკავშირებით მაქვს კითხვები”, – ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები