17-31 იანვარს, RS CAR-ი გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე მოემსახურება

17-31 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი – RS CAR-ი გადასახადის გადამხდელებს 18 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

RS CAR-ი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

„კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

1 ამბროლაური 17.01.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00
2 კასპი 17.01.2022 სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან 10:00-17:00
3 ლანჩხუთი 18.01.2022 ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით 10:00-17:00
4 აბაშა 20.01.2022 ჯორჯიკიას ქ. N 3, “ლიბერთი ბანკი”-ს წინ 10:00-17:00
5 ყაზბეგი 21.01.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
6 მარტვილი 21.01.2022 თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ 10:00-17:00
7 დმანისი 24.01.2022 წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
8 ხონი 24.01.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
9 ასპინძა 25.01.2022 მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, “თიბისი ბანკი”-ს მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
10 ბაღდათი 25.10.2022 წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ 10:00-17:00
11 გურჯაანი 26.01.2022 ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
12 ვანი 26.01.2022 გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
13 ახმეტა 27.01.2022 ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N49, გამგეობის შენობასთან 10:00-17:00
14 საჩხერე 27.01.2022 თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
15 ყვარელი 28.01.2022 კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან 10:00-17:00
16 ტყიბული 28.01.2022 კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია 10:00-17:00
17 დუშეთი 31.01.2022 რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00
18 ამბროლაური 31.01.2022 კოსტავას ქ. 20 10:00-17:00

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები