თოყაევმა ყაზახეთში არეულობის მთავარი მიზანი დაასახელა

 

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომარტ თოყაევის განცხადებით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მთავარი მიზანი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

ამის შესახებ მან კუხო-ს საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“ტერორისტების მთავარი მიზანი იყო კონსტიტუციური წესრიგის შელახვა, ისინი ცდილობდნენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობასა და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას”, – თქვა მან.

თოყაევის თქმით, “ბოევიკებმა პრეზიდენტის რეზიდენციის დაკავებაზე უარი მას შემდეგ თქვეს, რაც გაიგეს, რომ ქვეყანაში კუხო-ს სამხედროები შედიოდნენ”.

მისი თქმით, ყაზახეთმა განიცადა მასშტაბური კრიზისი, ყველაზე რთული კრიზისი დამოუკიდებლობის ისტორიაში.

„იანვარში, რამდენიმე დღის განმავლობაში ყაზახეთმა გაიარა ფართომასშტაბიანი კრიზისი, ის გახდა ყველაზე რთული დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე“, – აღნიშნა თოყაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები