ყაზახეთში, არეულობის შედეგად, თითქმის 8 ათასი ადამიანია დაკავებული
ყაზახეთში, არეულობების შედეგად, 7939 ადამიანია დაკავებული.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის შსს-ს სიტუაციური ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ეროვნული გვარდიისა და სპეცრაზმის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ალმათის ორ ბაზარში 207 ადამიანი დააკავეს.
ამოღებულია ხუთი მოპარული მანქანა, მოპარული ინვენტარი, ორი ერთეული გლუვი და ოთხი ცივი იარაღი.
ყახაზეთში დღეს გლოვაა გამოცხადებული.