ყაზახეთში რუსი ჯარისკაცების კოლონას ქვები დაუშინეს – როგორ ხვდებიან “სამშვიდობოებს” (ვიდეო)

ყაზახეთში კუხო-ს ქვეყნების სამხედრობის რიცხვი სულ უფრო მატულობს, ამ დრომდე გრძელდება ქვეყანაში რუსეთის ჯარის შესვლა.

ამჟამად, კუხო-ს ათასობოთ სამხედროს კონტროლზე აქვს აყვანილი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის, ალმათისა და ნურ-სულთანის აეროპორტები, პრეზიდენტის სასახლე, გენერალური შტაბის შენობა, ცენტრალური ბანკის შენობა და საკვანძო სამინისტროები.

ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ რუსი სამხედროების შესვლას ადგილობრივები ქვების სროლით აპროტესტებენ.

გავრცელებული კადრების მიხედვით, ქვებს რუსი სამხედროების კოლონებს ესვრიან, ასევე, ისმის უცენზურო ლექსიკაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები