საქართველოში კორონავირუსით კიდევ 31 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 2 953 პირს დაუდასტურდა, 1 085 პაციენტი გამოჯანმრთელდა.