რუსეთი: 28 შეკითხვა უკრაინას, ,,ბოინგ 777“-ის კატასტროფასთან დაკავშირებით
რუსეთმა მოამზადა შეკითხვების ჩამონათვალი, რომელიც ოფიციალური კიევის მიმართ არის დასმული. საქმე ეხება მალაიზიური ,,ბოინგ 777“-ის ჩამოვარდნის საკითხს დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიური ლაინერი 17 ივლისს, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. კატასტროფის შედეგად 298 მგზავრი დაიღუპა.
,,რუსეთის მხარემ შეადგინა შეკითხვების ნუსხა, რომელიც 28 საკითხისგამ შედგება. როდესაც უკრაინის მხარე მასზე გასცემს პასუხს, ნათელი გახდება კატასტროფის მიზეზები. შეკითხვების ჩამონათვალი ჩვენ საერთაშორისო კომისიას გავუგზავნეთ“, – განაცხადა რუსეთის ავიაციის საბჭოს მეთაურმა ალექსანდრე ნერადკომ.