პენტაგონი: აშშ ევროპაში საკუთარი ჯარების რიცხვს არ შეამცირებს
პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპაში საკუთარი ჯარების რიცხვს არ შეამცირებს.
NBC News-მა აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე და ორ ჩინოვნიკზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ვაშინგტონი მზადაა განიხილოს მოსკოვთან აღმოსავლეთ ევროპიდან საკუთარი ჯარის რიცხვის შემცირება, თუკი ის თავის მხრივ ჯარების რიცხვს შეამცირებს.
პენტაგონის წარმომადგენელმა ზემოთ აღნიშნული უარყო.
„NBC News-ისგან გაჟღერდა ვარიანტები, რომელსაც თითქოს აშშ რუსეთთან ერთად განიხილავდა. მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ჩვენ არ განვიხილავთ კონტინგენტის შემცირებას ევროპაში ან პოზიციების შეცვლას. ასევე არ განვიხილავთ ჯარების რიცხვის შეცვლას ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში“,- განაცხადა ჯონ კირბიმ.