ბორელი: ევროკავშირი მზადაა ყაზახეთს კრიზისის რეგულირებაში დაეხმაროს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ყაზახეთში კრიზისის რეგულირებისთვის ევროკავშირის მზადყოფნა გამოაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ კრიზისის მშვიდობიანი რეგულირებისთვის. საგარეო სამხედრო მხარდაჭერა უნდა ხორციელდებოდეს სუვერენიტეტისა და ყაზახეთის დამოუკიდებლობის, ასევე მისი მოქალაქეების უფლებების გათვალისწინებით. მოვუწოდებთ ყაზახეთის მთავრობას, ეცადოს შეასრულოს თავისი მოვალეობები ამ ურთულეს დროს, ადამიანის უფლებების და მოქალაქეების ძირითადი თავისუფლების გათვალისწინებით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების, შეხედულებების გამოხატვის და მასობრივი მედიასაშუალებების გამოყენების“,- განაცხადა ბორელმა.

ბორელმა შეშფოთება გამოხატა ყაზახეთში განვითარებულ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ მოხდა. ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ ესკალაციის დაშვება მიუღებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები