ამირან გამყრელიძე: დადასტურებული შემთხვევების 10% შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ომიკრონია” 

“დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის “ომიკრონი“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება.

“რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით “ომიკრონის” შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის “ომიკრონი“. იმატებს 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა. ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე. ჰოსპიტალში “ომიკრონის” 600 შემთხვევიდან სულ მოხვდა 8 ადამიანი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები