რატი იონათამიშვილი: „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილს არანაირი პროაქტიული დღის წესრიგი არ გააჩნიათ

„ნაციონალურ მოძრაობასა“ და მიხეილ სააკაშვილს არანაირი პროაქტიული დღის წესრიგი რომ არ გააჩნიათ, ამაში ჩვენი საზოგადოება დიდი ხანია, დარწმუნდა. ისინი მხოლოდ რადიკალიზაციისა და სიძულვილის ენას ირჩევენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ახლა ხედავენ და აღიარებენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში რადიკალიზაციას არ აქვს არანაირი პერსპექტივა. ეს კიდევ უფრო მეტად აჩვენებს, როგორი დაბნეულები არიან, ცდილობენ, რაიმენაირად, ხელოვნურად შექმნან დაძაბული დღის წესრიგი, მაგრამ ეს არცერთ ჯერზე არ გამოსდით და კიდევ უფრო მეტად იუფასურებენ თავს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები