სამტრედიის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სხვადასხვა უწყების რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს
სამტრედიის მერმა, დავით ბახტაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნუგზარ ჯამბურიამ ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს სხვადასხვა უწყების რეგიონულ სამსახურებს, რომელთა თანამშრომლები შობა-ახალი წლის დღეებშიც სამუშაო ადგილებზე ხვდებიან, მოქალაქეთა სიმშვიდის, ჯანმრთელობისა და წესრიგის სადარაჯოზე.
,,გილოცავთ ახალ 2022 წელს! ჯანმრთელობასა და მშვიდობას გისურვებთ. დაკისრებული მოვალეობისადმი ერთგულება და პასუხისმგებლობა არაერთხელ დაამტკიცეთ. მადლობა კეთილსინდისიერი შრომისა და საქმისადმი ერთგულებისათვის, რასაც უწყვეტ რეჟიმში, დღე-ღამის მიუხედავად, ეწევით. თქვენ საზოგადოების მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების გარანტი ხართ!”, – განაცხადა ბახტაძემ.