საქართველოში, ამ დროისთვის, „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში, ამ დროისთვის, „ომიკრონის“ 335 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„5 იანვრის მდგომარეობით, ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 335 შემთხვევა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები