საგარეო უწყება: ყაზახეთში საქართველოს საელჩო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ყაზახეთის მიმართულებით რეისები კვლავ დაფრინავს და არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად არ გაუქმებულა.

ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნომერზე: +7 (717) 224-32-58

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები