თელმიკო მომხმარებლებისთვის, დეკემბრში, ორი ქვითრის დაგზავნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თელმიკო მომხმარებლებისთვის, დეკემბრში, ორი ქვითრის დაგზავნაზე განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, ორი ქვითარი თელმიკოსგან დეკემბრის სრულ გადასახადს ასახავდა.

მათივე ცნობით, დეკემბრის თვეში ორი ქვითრის დაგზავნის აუცილებლობა თვის სრულად დახურვის საჭიროების გამო დადგა.

“ელექტროენერგიის გადახდის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით დეკემბერში მომხმარებელმა თელმიკოს ორი ქვითარი მიიღო. ერთი ქვითრი მოსახლეობამ ჩვეულ დროს მიიღო, ხოლო მეორე ქვითრის გაგზავნა მოხდა, იმის შემდეგ  რაც კომპანია თელასმა დეკემბრის ბოლო დღეებში, კიდევ ერთხელ აიღო ჩვენება. შესაბამისად მეორე ქვითარი დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯს ასახვდა.

მაგალითად: თუ პირველ ქვითარში ასახული იყო ელექტროენერგიის ხარჯი 20 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მეორე ჩვენება 30 დეკემბერს აიღეს, შესაბამისად მეორე ქვითარი ასახავდა 20 დეკემბრიდან  30 დეკემბრამდე დახარჯული ელექტროენერგიის ხარჯს. ჯამში ორივე ქვითარი დეკემბრის სრულ ხარჯს ასახავს. მეორე ქვითრის გადახდის ვადა, სემეკის მეირ დადგენილი ახალი წესების მიხედვით, არის 15 კალენდარული დღე.

დეკემბრის თვეში ორი ქვითრის დაგზავნის აუცილებლობა დადგა, თვის სრულად დახურვის საჭიროებით, ვინაიდან იანვრიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ ყოველი თვის დასაწყისში მიუვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები