ალჟირის ჩამოვარდნილი თვითმფრინავის “შავი ყუთი” ნაპოვნია – ავიაკატასტროფას ვერცერთი მგზავრი ვერ გადაურჩა

ალჟირის ავიახაზების ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ერთი “შავი ყუთი” იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაადასტურა, რომ ავიაკატსროფას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები ემსხვერპლნენ. ოლანდის განცხადებით, იმ ტერიტორიას, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა, საფრანგეთის შეირაღებული ძალების სამხედროები იცავენ.
ავიაკატასტროფას საფრანგეთის – 51, ბურკინა-ფასოს – 24, ლიბანის – 8, ალჟირის – 6, კანადის – 5, გერმანიის – 4, ლუქსემბურგის – 2, ასევე ბელგიის, შვეიცარიის, ნიგერიის, კამერუნის, მალის, უკრაინის და რუმინეთის მოქალაქეები ემსხვერპლნენ.
ალჟირის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავი “A320” გუშინ მალიში ჩამოვარდა. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 50 წუთში გაუჩინარდა. ავიალაინერი ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუდან ალჟირის მიმართულებით მიფრინავდა.
Air Algerie-ის თვითმფრინავი ესპანურ ავიაკომპანია შწიფტაირ-სგან იჯარით ჰქონდა აღებული. ბორტზე 110 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა გახდა ავიაკასტროფის მიზეზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები