ამირან გამყრელიძე: იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია „ომიკრონით“

“იწყება ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა, რომელიც, დიდი ალბათობით, სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით” არის გამოწვეული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს დეკემბრის მეორე ნახევარში იყო.

ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ აიცრან, დაიცვან წესები და რეგულაციები, რათა ამით გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ქვეყანას და ირგვლივ მყოფ ადამიანებს.

„ძველით ახალი წლის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებულები, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით“. ამიტომ გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები