ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში 359 ადამიანი გამოიკვლიეს და კორონავირუსი 59 მათგანს დაუდასტურდა. ინფორმაციას თვითგამოცხადებული სოხუმის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთის კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე 141 პაციენტი მკურნალობს, მათგან 40-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში Covid-19 სულ 38 066 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 30 487, გარდაიცვალა  561 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები