DDT და Машина времени პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან
ცნობილი რუსული როკჯგუფები: DDT და Машина времени ანტიტერორისტული ძალების მებრძოლებისთვის იმღერებენ, რომლებიც კიევის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობენ. ,,ბევრი რუსი მომღერალი არ უჭერს მხარს პუტინის პოლიტიკას. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მშვიდობის და უკრაინის მხარეზეა. მსგავსი კონცერტი შესაძლოა გახდეს საპროტეტო აქციის პირველი ნაწილი, რომელიც ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად გაიმართება“, – ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
შეგახსენებთ, რომ დაანონსებული კონცერტის შემდეგ Машина времени-ს ჯგუფის ლიდერი ანდრე მაკარევიჩი უკრაინის მხარდაჭერის გამო რუსეთში დევნისა და ლანძღვის ობიექტი გახდა. ხოლო DDT-ს ლიდერი იური შევჩუკი თავიდანვე ილაშქრებდა ძმათამკვლელი ომის წინააღმდეგ და ეხმარებოდა დონბასელ დევნილებს.