“საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას” – პრეზიდენტი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

 

პრეზიდენტის წერილში ნათქვამია, რომ  დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს “თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას”.

„თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელს მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლოს სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. დღეს, როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობას და ლოცვას. მრავალფეროვანი ქართული სახელმწიფოს სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილში.

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დღეს 89 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები