ჯანმო საფრანგეთში გამოვლენილ, კორონავირუსის ახალ შტამს გამოეხმაურა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტს, რომელიც მარსელში გამოვლინდა,  ნოემბრიდან აკვირდება.

ამის შესახებ ორგანიზაციის ექსპერტმა, აბდი მაჰამუდმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მას ყურადღებით ვაკვირდებით. გვაქვს შტამების სამი ტიპი: შტამი, რომელიც მოკვლევას საჭიროებს, ინტერესის შემცველი შტამი და შეშფოთების შტამი. ასე რომ, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვადევნებთ თვალს B.1.640.2-ს ნოემბრიდან, ისევე – როგორც მის ორ ქვევარიანტს“, – თქვა მაჰამუდმა.

მისი თქმით, ჯანმო გააგრძელებს ამ ვარიანტის განვითარების დაკვირვებას და მის შესაძლო გავრცელებას ევროპის სხვა ქვეყნებში.

მარსელში ექიმებმა კამერუნიდან დაბრუნებულ მოგზაურებში კორონავირუსის ახალი შტამი გამოავლინეს, რომელსაც დროებით B.1.640.2 უწოდეს.

ფრანგი ექსპერტები კორონავირუსის ახალი ვარიანტის 46 მუტაციაზე საუბრობენ.

ამავდროულად, უცნობია ახლადაღმოჩენილი შტამის საფრთხის ან ინფექციურობის დონე.

როგორც მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (IHU) კვლევაშია აღნიშნული, მარსელის 12 მაცხოვრებელში „კორონავირუსულმა“ ტესტებმა მუტაციების „ატიპიური კომბინაცია“ აჩვენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები