ლევან მებონია: ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ კრიტიკულ 419 მეტრს მიაღწია

“ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ კრიტიკულ 419 მეტრს მიაღწია, თუ წყალსაცავში წყლის დონე 414 – 415 მეტრამდე დაეცემა, დიდი ალბათობით, ჰიდროელექტროსადგურის მუშაობა შეწყდება”, – ამის შესახებ “ენგურჰესის” გენერალურმა დირექტორმა, ლევან მებონიამ “ბიზნესფორმულას” განუცხადა.

„რუსეთიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის შემოტანის შემდეგ ვმუშაობთ წყლის შემოდინებაზე, ანუ რამდენი წყალი შემოდის წყალსაცავში, იმდენს ვაწარმოებთ ელექტროენერგიას. ახლა წყლის შემოდინება არის დაახლოებით 40 კუბური მეტრი, რაც გვაძლევს დაახლოებით გამომუშავების საშუალებას. დღეში 2,5-3 მლნ კილოვატსათი, გადადინებამდე 9,5-დან 10 მილიონ კილოვატ საათამდე იყო. ზამთრის პერიოდისთვის ეს კრიტიკული ზღვარი არ არის, მაგრამ ამაზე მეტად თუ დაეცა, ჰიდროელექტროსადგურისთვის კრიზისული იქნება”, – განაცხადა მებონიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები