აშშ-ში 12-15 წლის ბავშვებისთვის Pfizer-ის ვაქცინის “ბუსტერ” დოზის გამოყენება დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და წამლების სააგენტომ (FDA) 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული ვაქცინის “ბუსტერ” დოზის გამოყენების ნებართვა გასცა.

გარდა ამისა, უწყება რევაქცინაციისთვის ვადები 6-დან 5 თვემდე შეამცირა.

სააგენტომ ასევე დაამტკიცა იმუნოდეფიციტის მქონე, 5-დან 11 წლის ასაკის ბავშვებში “ფაიზერის” ვაქცინის “ბუსტერ” დოზის გამოყენება.

როგორც  FDA-ს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორმა, პიტერ მარკსმა განაცხადა, „ხელმისაწვდომი მონაცემების შეფასების საფუძველზე, ამჟამად დამტკიცებული ვაქცინების გამაძლიერებელი დოზა შეიძლება, დაეხმაროს უკეთეს დაცვას “დელტა” და “ომიკრონისვშტამებისგან“.

აშშ-ის მთავრობა მოუწოდებს ვაქცინირებულ ამერიკელებს, მიიღონ გამაძლიერებელი დოზა, ხოლო არავაქცინირებულ მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები