კახა კალაძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

თბილისი მერი, კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

როგორც დედაქალაქის მერი Meta-ს გვერდზე წერს, განსაკუთრებულია პატრიარქის  როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, ერის სულიერ ცხოვრებაში, ქვეყნის განვითარებაში.

“ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს. განსაკუთრებულია მისი როლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში, ერის სულიერ ცხოვრებაში, ქვეყნის განვითარებაში. მინდა, მთელი გულით ვუსურვო უწმინდესსა და უნეტარესს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ”, – წერს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები