რუსეთმა უკრაინულ რძის პროდუქტებზე ებმარგო დააწესა

რუსეთი უკრაინიდან რძის პროდუქტების შეტანაზე ემბარგოს აწესებს. ამის შესახებ “რია ნოვოსტის” “როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელის თანაშემწემ ალექსეი ალექსეენკომ განუცხადა.
“ჩვენ კონფერენციაზე განვიხილეთ ეს საკითხი და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 28 ივლისიდან შევზღუდოთ რძისა და რძის პროდუქტების შემოტანა უკრაინიდან”, – განაცხადა ალექსეი ალექსეენკომ.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე წელია, “როსსელხოზნადზორმა” ლაბორატორიული შემოწმების დროს უკრაინული პროდუქციის შემადგენლობაში უამრავი დარღვევა აღმოაჩინა.
“ჩვენ მივმართეთ უკრაინის ვეტერინარულ სამსახურს კვლევის ჩატარების თხოვნით, მაგრამ მათგან პასუხი ვერ მივიღეთ”, – აღნიშნა ალექსეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები