ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსზე 697 მოქალაქე გამოიკვლიეს.
მათგან ვირუსი 140-ს დაუდასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ე.წ. რესპუბლიკაში ინფიცირების 38 007 შემთხვევაა დადასტურებული.
ასევე, გუდაუთის საავადმყოფოში 4 პაციენტი გარდაიცვალა, სულ 561 ლეტალური შემთხვევაა.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 30 378-მდე გაიზარდა.