საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში 13 942 პირი ემსხვერპლა.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსზე 15 032 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.

გამოვლინდა ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების სულ 938 583 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსი 2 789 პირმა დაამარცხა, სულ 902 948 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

რაც შეეხება დადებითობის დღიურ მაჩვენებელს ის 6.27% შეადგენს; ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.50%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.77%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები