საპატრიარქო: მიტროპოლიტ სტეფანეს ფოტო ყოველგვარი ნებართვის გარეშე გასაჯაროვდა, რაც შემაშფოთებელია

საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ფოტომასალას ეხმაურება.

“მოგეხსენებათ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ჭყონდიდელი მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის შესახებ კომენტარიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უკვე გააკეთა. ამჯერად გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მიტროპოლიტ სტეფანეს ფოტოსურათზე, რომელიც ასევე გავრცელდა მედია-სივრცეში.
სამწუხაროდ, აღნიშნული ფოტო გასაჯაროვდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე – არც თავად მიტროპოლიტი სტეფანე, ისევე როგორც ეპარქიის პრეს-სამსახური და სხვა უფლებამოსილი პირები, არ იყვნენ გაფრთხილებულნი აღნიშნულის შესახებ.
შემაშფოთებელია, რომ მედია-საშუალებები, მათ შორის საეკლესიო თემატიკის გვერდებიც კი, ასე უნებართვოდ და თვითნებურად ავრცელებენ პირად და სენსიტიურ ფოტო მასალებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცოტა ხნის წინ, საპატრიარქომ მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ – “დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ. ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები