ინტერნეტში ვლადიმერ ჟირინოვსკისა და დონეცკელი სეპარატისტების სატელეფონო საუბარი გავრცელდა

ინტერნეტსივრცეში გაჩნდა რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ვლადიმერ ჟირინოვსკის სატელეფონო საუბარი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო წარმომადგენლებთან, მათ შორის სეპარატისტების ლიდერთან ვლადიმერ ანტიუფეევთან, რომელიც საკუთარ თავს საუბარში რესპუბლიკის ,,ვიცე-პრემიერს“ უწოდებს. სატელეფონო საუბარში სეპარატისტების ლიდერები მწუხარებას გამოთქვამენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უკრაინის ეროვნული არმია ზეწოლას აძლიერებს მათ პოზიციებზე და ისინი მალე დონეცკში შემოვლენ, ჟირინოვსკისგან ისინი პოლიტიკურ მხარდაჭერას და გვერდში დგომას ითხოვენ.
,,მიუხედავად სახალხო შენაერთების წინააღმდეგობისა, ჩვენ დიდხანს ვერ შევაკავებთ მათ იერიშებს, ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი და თქვენი პარტიის. საჭიროა რეალური ჩარევა და გვერდში დგომა უმაღლეს დონეზე“,- აცხადებს ანტიუფეევი.
ჟირინოვსკი „ბოევიკებს“ დახმარებას ჰპირდება.
,,პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, თქვენ გინდათ სხვა დახმარებაც, რათა გაძლოთ და შეინარჩუნოთ პოზიციები“,- აცხადებს რუსი პოლიტიკოსი. სატელეფონო საუბარში თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი თვლის, რომ თუ უკრაინელებმა გაიმარჯვეს, ეს მოვლენა პოროშენკოს ევროპის თვალში რეგიონში მთავარ ფიგურად აქცევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები