უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები სოჭის მთაში, ბარში, ზღვაში

   სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული. ოფიცალური მონაცემებით, თამაშების დღეებში სამართალდამცავთა რეკორდული რაოდენობა – 37 ათასი პოლიციელი იქნება მობილიზებული. წინასწარი მონაცემებით, ოლიმპიადის უსაფრთხოებაზე რუსეთის ხელისუფლება 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს. სოჭის შემოგარენებში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მობილიზებული იქნება – გემები, წყალქვეშა ნავები, ვერტმფრენები, უპილოტო თვითმფრინავები, მთებში კი – სპეციალური კვადროციკლები. ქალაქში დამონტაჟებულია 1 400-ზე მეტი ვიდეოკამერა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ზაფხულში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც ისლამისტების ლიდერი დოკუ უმაროვი თანამებრძოლებს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩაშლისკენ მოუწოდებს. 2014 წლის იანვარში კი რამდენიმე ქვეყნის ოლიმპიურმა კომიტეტმა, მათ შორის იტალიამ, გერმანიამ, უნგრეთმა, ავსტრიამ და სლოვაკეთმა მუქარის წერილები მიიღეს. სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობის გამო ამ ქვეყნების სპორტსმენებს აფეთქებებით ემუქრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები