ახალი წლის დღეებში კვებითი ინტოქსიკაციის 41 და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევა დაფიქსირდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის დღეებში საქართველოს მასშტაბით კვებითი ინტოქსიკაციის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, თბილისში დაფიქსირდა 12 შემთხვევა, მათგან ჰოსპიტალიზირებულია სამი პაციენტი. რეგიონებში კვებითი ინტოქსიკაციის 29 ფაქტი გამოვლინდა, ჰოსპიტალიზირებულია 12 პაციენტი.

ამასთან, ახალი წლის დღეებში ალკოჰოლით ინტოქსიკაციის 232 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან თბილისში 97, რომელთაგან ჰოსპიტალიზირებულია 20 პაციენტი. რეგიონში გამოვლენილია ინტოქსიკაციის 134 შემთხვევა, ჰოსპიტალიზირებულია 40 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები