საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი.