“მთლიანი საპენსიო აქტივის ღირებულება 1,980,289,982 ლარია” – საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის მიმოხილვა
საპენსიო სააგენტო სტატისტიკის მიმოხილვას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში დარიცხული სარგებელი264,638,511 ლარს შეადგენს, ხოლო მთლიანი საპენსიო აქტივის ღირებულება 1,980,289,982 ლარია.
“საინვესტიციო საქმიანობის დაწყების დღიდან (2019 წლის 1 იანვარი) საპენსიო ფონდის ჯამურმა მომგებიანობამ 31.2% შეადგინა, რაც ამავე პერიოდის ინფლაციას 6.7%-ით აღემატება. 2021წელს სისტემაში ჩაერთო 129 ათასზე მეტი მონაწილე 2021წელს სისტემაში ჩაერთო 11 ათასზე მეტი ორგანიზაცია, რაც 2020 წელთან შედარებით 7 %-ით მეტია 2021 წელს სქემაში ნებაყოფლობით ჩაერთო 700-ზე მეტი დასაქმებული 2021 წელს 741 ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით და სააგენტოს მიერ ჯამურად გაცემულმა პენსიამ 2021 წელს 1,559,077.35 ლარი შეადგინა”, – აცხადებენ სააგენტოში.