თამარ იოსელიანი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველოში თურქმენეთის ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აქცენტი გაკეთდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ენერგეტიკა, ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი და სხვ.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ორმხრივ და რეგიონულ სატრანსპორტო მარშრუტებში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომლის წყალობით ქვეყანა თურქმენეთისა და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებისთვის ევროპა – აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო კვანძია.

მხარეებმა ასევე განიხილეს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში პარტნიორობის გააქტიურების პერსპექტივები.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გივი ზედელაშვილი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები