ალექსანდრე სარიშვილმა ლანჩხუთში ჯანდაცვის სფეროსა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა
ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესა და გურიის მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს ხელმძღვანელ, მაია ლომთაძესთან ერთად 112-ის, ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“, ,,მედალფას“, სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებს ახალი წლის შემობრძანება მიულოცა და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.