2021 წელი და ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობა – ეროვნული ბიბლიოგრაფია და ელექტრონული რესურსები ციფრებში

2021 წელს, მიუხედავად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა ძირითადი მიმართულება წარმატებული აღმოჩნდა. შედეგები კონკრეტულ ციფრებში აისახა. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს ინფორმაციას.
სტატისტიკის ნაწილი, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას ასახავს:

წელს:
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი ელექტრონული მონაცემთა ბაზა „ივერიელი“ 40 866 საბიბლიოთეკო ერთეულით გამდიდრდა.
ქართული ინტერნეტსივრცის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქტს, ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ლექსიკონთა ბაზას და ვიკიენციკლოპედია „ბიბლიოვიკს“ 36 656 ახალი ტერმინი დაემატა.
ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მომზადებული 23 ახალი წიგნი გამოიცა.
ბიბლიოთეკის ფონდი 30 431 ახალი საბიბლიოთეკო ერთეულით (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი) გამდიდრდა.
ფონდების კონსერვაციისა და რესტავრაციის განყოფილების საქმიანობა ამ ციფრებში აისახა: აღდგა 3059 საბიბლიოთეკო ერთეული (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, კაბრა); რესტავრაცია ჩაუტარდა წიგნის, გაზეთისა და ჟურნალის 19 668 ფურცელს, 77 პლაკატს, 50 ფოტოსა და 19 რუკას; დამზადდა 5473 ყუთი და 1400 ფაილი მიკროფიშებისთვის.


ეროვნული ბიბლიოთეკის საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონს 1113 ახალი ბიოგრაფია დაემატა.
რეგისტრაციის განყოფილებამ 2196 ახალი მკითხველი დაარეგისტრირა. დაიწყო წიგნების ბარკოდიზაციის პროცესი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები