მარტვილის მერიამ შშმ პირებს საჩუქრები გადასცა
მარტვილის მერიამ შშმ პირებს საჩუქრები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თანამშრომლებთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სახლში ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.