ქობულეთში მიკროავტობუსი პატრულის მანქანას შეეჯახა – დაშავდა ორი პოლიციელი

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრული ეკიპაჟის ორი თანამშრომელი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ორივე მათგანს დაზიანება ფეხის არეში აქვს მიღებული.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიკროავტობუსი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ავტომობილს შეეჯახა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობოსას წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები