მსოფლიოს “დელტას” და “ომიკრონის” ცუნამი ელის – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

“დელტას” და “ომიკრონის” კომბინაცია კორონავირუსის შემთხვევების ცუნამის გამოიწვევს, – ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, მსოფლიო გაორმაგებული საფრთხის წინაშეა.

“ეს იქნება უდიდესი სტრესი გადაღლილი მედპერსონალისთვის, ჯანდაცვის სისტემები ჩამოშლის ზღვარზე იქნება,” – განაცხადა გებრეისუსმა.

​საფრანგეთში ევროპის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ზედიზედ მეორე დღესაც დაფიქსირდა, ქვეყანაში 208 000 შემთხვვევა გამოვლინდა. აშშ-ში ინფიცირებულების მაჩვენებელი 260 ათასს აჭარბებს.

დანიაში, პორტუგალიაში, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. პოლონეთში კოვიდით ოთხშაბათს 794 ადამიანი გარდაიცვალა, უმეტესობა არავაქცინირებული იყო.

კვლევების მიხედვით, “ომიკრონი” “დელტასთან” შედარებით მსუბუქია, თუმცა, ბევრად გადამდები. ვარაუდობენ, რომ “ომიკრონის” გამო შემთხვევების მატება გარდაუვალი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები