კოლეჯ „სპექტრში” საახალწლო ნაძვის ხე ჭკვიან სისტემაზე ააწყვეს
2022 წელს პროფესიული კოლეჯი „სპექტრი” ჭკვიან სისტემაზე აწყობილი საახალწლო ნაძვის ხით ხვდება, რომელიც კოლეჯის გაერთიანებულმა გუნდმა შექმნა და დააპროგრამა. იდეა კოლეჯის დირექტორს, ბატონ მათე ტაკიძეს ეკუთვნის. ამ ინიციატივის გარშემო ელექტროობის, შედუღების, ღებვის და ხის მხატვრული დამუშავების მიმართულების პედაგოგები, კურსდამთავრებულები და სტუდენტები გაერთიანდნენ. პროექტს ელექტროობის პედაგოგი ლევან ნატროშვილი ხელმძღვანელობდა. განათების სისტემა „სეიფ ენერჯი გრუპის” აიტი ექსპერტმა ივერი მეფარიშვილმა დააპროგრამა. ჭკვიან სისტემაზე აწყობილი ნაძვის ხის განათების მართვა შესაძლებელია დისტანციურად, როგორც ბლუთუზით, ასევე, ინტერნეტ კავშირის გამოყენებით.