საქართველოში ჩეხეთის ელჩი: საგანგაშოა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებული გარემოებები

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილ გაუქმებასთან დაკავშირებული გარემოებები საგანგაშოა”, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, პეტრ მიკისკა twitter-ზე წერს.

„ჩვენ, ევროკავშირის ელჩებს გუშინ სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან შეხვედრა გვქონდა. საგანგაშოა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილ გაუქმებასთან, ყველა თანამშრომლის გათავისუფლებასა და ამ დაჩქარებული მოქმედებებისთვის შერჩეულ დროსთან დაკავშირებული გარემოებები. ეს არ ემსახურება დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას”, – წერს პეტრ მიკისკა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები