საქართველოში კორონავირუსის 2 097 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 331 ადამიანი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 097 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 331 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 932 641 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 893 064, გარდაიცვალა 13 758 პაციენტი.