ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია გადაყვანილი
პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეშია გადაყვანილი.
როგორც ადვოკატმა “კვირას” განუცხდა, სააკაშვილის უფლებადამცველები ამ წუთებში ექსპრეზიდენტთან შესახვედრად მიემართებიან.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.