ლევან ხაბეიშვილი: ნურავის ჰგონია, რომ ვინმე აპირებს ხელების ჩამოშვებას და მხოლოდ შიმშილობით შემოფარგვლას

“მიხეილ სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ თუ რეაბილიტაციის დასრულებამდე გადაიყვანდნენ ციხეში, შიმშილობას დაიწყებდა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია ხელების ჩამოშვებას არ აპირებს.
„ხელს აწერენ პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაციაზე, უკვე დიდი ხანია, მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. მიხეილ სააკაშვილს გაცხადებული ჰქონდა, რომ თუ რეაბილიტაციის დასრულებამდე გადაიყვანდნენ ციხეში დაიწყებდა შიმშილობას. პარტია, რა თქმა უნდა, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. უნდათ რომ ამ ბრძოლაში გამოგვიწვიონ, აუცილებლად მიიღებენ, ნურავის ნუ ჰგონია, რომ ვინმე აპირებს ხელების ჩამოშვებას და მხოლოდ შიმშილობით შემოფარგვლას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები