გეცოდინებათ Moneyval, რეპუტაციულად ყველაზე მაღლა მდგომი ორგანიზაცია, ეს არის ტერორიზმის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ორგანიზაცია, ალბათ ნახავდით მის შეფასების დოკუმენტსაც, სადაც საქართველო და კონკრეტულად ჩვენი უწყება არის აღმატებულ ხარისხში აყვანილი, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი უწყება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსთავი 2-ის “ღამის კურიერში” ისაუბრა.
“პერიოდულად ეძებენ საკითხებს, რომლითაც ცდილობენ სამსახურის და პირადად ჩემ დამცირებას. ეს უწყება სადაც ჩვენ ვიმყოფებთ, აქტიურად არის ჩართული ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ამის საუკეთესო მაგალითი იყო, ცოტა ხნის წინ უცხოელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული ღონისძიება, სადაც ჩვენს სამსახურს ჰქონდა ლომის წილი და სწორედ თაღლითობისა და ფინასური დანაშაულის ბრძოლის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ჩვენ ვავლენთ და მომავალშიც გამოვავლენთ ნებისმიერ დანაშაულს, რაც უკავშირდება ფულის გათეთრებას, ფინანსურ დანაშაულს, თაღლითობას და ასე შემდეგ.
გეცოდინებათ Moneyval, რეპუტაციულად ყველაზე მაღლა მდგომი ორგანიზაცია, ეს არის ტერორიზმის და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ორგანიზაცია, ალბათ ნახავდით მის შეფასების დოკუმენტსაც, სადაც საქართველო და კონკრეტულად ჩვენი უწყება არის აღმატებულ ხარისხში აყვანილი, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი წამყვანი უწყება. იქ ასეთი ფრაზაც არის აღნიშნული, რომ უწყებას გააჩნია, კარგად განვითარებული პრაქტიკა, ინფრასტრუქტურა და საკადრო რესურსი, რათა კვლავაც განაგრძოს ამ მიმართულებით წარმატებული საქმიანობა”, – აცხადებს ლილუაშვილი.