გია გაბრიჭიძე: შენ რომ დამპალ ვაშლს ყიდულობ, გოლდენი გგონია და გიხარია, მე რა გიშველო?

“როცა შენი შვილის პედაგოგი არის ისეთი ავადმყოფური აზროვნების, რომ პატრიარქზე ასეთი ფორმით წეროს და ამ დროს იძახოს – ევროპული აზროვნების ვარო, თუ შენც მსგავსი მდაბიო არ ხარ, რა გიხარია და რით ამაყობ?”- ასე გამოეხმაურა ექსპერტი გია გაბრიჭიძე ალიკა კუპრავას მიერ გავრცელებულ ფეისბუქ სტატუსს, რომელიც პატრიარქის და შალვა პაპუაშვილის შეხვედრას შეეხებოდა, სადაც

“ნამდვილად არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფრესკოში ყიდულობს პროდუქტს, ტვ პირველის და “მთავარის” სჯერათ და შვილების ილიაუნში სტუდენტობაზე ოცნებობენ.

პირველ ორ პუნქტზე არაფერს ვიტყვი (უჩემოდაც იცით), მაგრამ როცა შენი შვილის პედაგოგი არის ისეთი ავადმყოფური აზროვნების, რომ პატრიარქზე ასეთი ფორმით წეროს და ამ დროს იძახოს – ევროპული აზროვნების ვარო, თუ შენც მსგავსი მდაბიო არ ხარ, რა გიხარია და რით ამაყობ?
არ მითხრათ ახლა კოჰაბიტაციის და განათლების სამინისტროს ბრალიაო.
კი ბატონო, მაგათაც აქვთ თავიანთი ლომის წილი, მაგრამ შენ რომ დამპალ ვაშლს ყიდულობ, გოლდენი გგონია და გიხარია, მე რა გიშველო?” – წერს გაბრიჭიძე “Facebook”-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები