ჟირინოვსკისა და ზიუგანოვის წინააღმდეგ უკრაინის შსს-მ საქმე აღძრა

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის კომუნისტური პარტის თავმჯდომარის გენადი ზიუგანოვისა და რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ვლადიმერ ჟირინოვსკის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ამის შესახებ სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზორიან შკირიაკმა განაცხადა. შკირიაკის თქმით, რუსი პოლიტიკოსები თავიანთ გამოსვლებში სისტემატურად აჟიტირებენ უკრაინის საწინააღმდეგო საკითხებს და ქვეყნის საზღვრების მდგომარეობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ბრალდებათა შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას სამინისტრო მოგვიანებით გაასაჯაროებს. ჟირინოვსკის და ზიუგანოვის გარდა საქმე რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის სერგეი შოიგუს მიმართაც აღიძრა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა. საქმე აღძრულია უკრაინის სასამრთლო კოდექსის 260-ე მუხლის თანახმად, რაც უკრაინის ტერიტორიაზე შოიგუს იძულებით ჩამოყვანას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები